USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე უარს ამბობს
თარიღი:  1029

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კონკურენტ კამალა ჰარისთან კიდევ ერთ დებატს არ გამართავს.

„პირველი, რასაც მოკრივე ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აკეთებს, რევანშის მოთხოვნაა. ახლა უკვე ძალიან გვიანია, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია და რევანში არ იქნება. გარდა ამისა, კამალამ ნათლად განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისგან განსხვავებულს არაფერს გააკეთებს, ამიტომ დებატები არაფრის შესახებ არის გასამართი“, - წერს „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარი გამოკითხვების მიხედვით ყველა მნიშვნელოვან შტატში ლიდერობს.

მანამდე, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ Fox News-მა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს დებატების შემდეგი რაუნდის გამართვა შესთავაზა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის