USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
დონალდ ტრამპი „ჰამასს“ - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია - ეს არის ბოლო გაფრთხილება
дата:  816

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას" უგზავნის და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„შალომ ჰამას“ ნიშნავს გამარჯობა და ნახვამდის - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, დაუყოვნებლივ და არა მოგვიანებით, დააბრუნეთ თქვენს მიერ დახოცილი ადამიანების ცხედარი, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გაუკუღმართებული ადამიანები ინახავენ, თქვენ კი ავადმყოფები და გაუკუღმართებულები ხართ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს ყველაფერს უგზავნის, რაც საჭიროა საქმის ბოლომდე მისაყვანად და რომ „ჰამასის“ არცერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ დაჯგუფება ისე არ მოიქცევა, როგორც ის ამბობს.

„ისრაელს ვუგზავნი ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ მოიქცევით ისე, როგორც მე ვამბობ. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენს მიმართ ბოლო გაფრთხილებაა!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ჰამასის“ ხელმძღვანელობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს და ასევე ანკლავის მოსახლეობას მიმართავს.

„ღაზას მოსახლეობას: მშვენიერი მომავალი გელით, მაგრამ თუ მძევლები გეყოლებათ, მკვდარი ხართ! მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევთ!" - წერს ტრამპი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати