USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დონალდ ტრამპი: ბაიდენი და მისი ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ
თარიღი:  964

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი და მისი კორუმპირებული ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ. NewsWeek-ის ინფორმაციით, ამის შესახემ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯიას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„გეუბნებით, რომ ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. თქვენ ისინი ციხეში უნდა ჩასვათ. ჩასვით ისინი!“, - ტრამპის ამ მოწოდებას მხარდამჭერები მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ხალხმა ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა გაისტუმროს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

https://www.newsweek.com

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის