დონალდ ტრამპს დაპატიმრების არ ეშინია. ამის შესახებ მან რადიოწამყვან გლენ ბეკთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ მგონია, ციხეში ჩამსვან, რადგანაც ყველა საქმე თაღლითურად აქვთ აღძრული. მე ცუდი ადამიანები მდევნიან, მაგრამ ახლა უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა ტრამპმა
ტრამპის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული. 6 სექტემბერს ის ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე, 2020 წლის არჩევნების დივერსიის საქმეზე წარდგება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.