USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ სამშაბათს დააკავებენ და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს
Date:  590

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას სამშაბათს დააკავებენ. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Socia-ში გაავრცელა.

"რესპუბლიკური პარტიის წამყვანს კანდიდატს და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს სამშაბათს დააპატიმრებენ. გამოდით პროტესტის ნიშნად, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა!" - წერს პოლიტიკოსი.

როგორც გუშინ NBC იტყობინება,  ტრამპს შესაძლოა ბრალი წაუყენონ იმისთვის, რომ მან პორნო მსახიობ სტორმი დენიელსს ფული გადაუხადა, რათა ის გაჩუმებულიყო იმ სასიყავრულო რომანის შესახებ, რომელიც მათ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ.

NBC-ს ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა უკვე დაიწყეს მზადება ნიუ-იორკის ცენტრში მოსალოდნელი არეულობისათვის, სადაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.

დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

თავად თეთრი სახლის ყოფილი ხელმძღვანელი უარყოფს როგორც მსახიობთან კავშირს, ასევე მისი მხრიდან უკანონო ქმედებებს. მან უარი თქვა ნაფიც მსაჯულთათვის ჩვენების მიცემაზე.


დენიელსი, რომლის ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2018 წელს გამოჩნდა. შემდეგ Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის არჩევნებში დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მსახიობს 130 000 დოლარი გადაუხადა პრეზიდენტთან კავშირის არ გამხელისთვის. თეთრმა სახლმა მაშინ ეს ინფორმაცია უარყო.

მოგვიანებით დენიელსმა მედიას განუცხადა, რომ  ინფორმაციის გამჟღავნების გამო მას და მის შვილს უცნობი მამაკაცი ემუქრებოდა. 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way