USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დონალდ ტრამპი - უკრაინა ომს ვერ მოიგებს
Date:  

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მეტოქესთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

“რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

„უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით - ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას“, - განაცხადა ტრამპმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way