USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი - სერბი ხალხის დაბომბვა ძალიან დიდი შეცდომა იყო
თარიღი:  5253

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბილ კლინტონი სერბეთში განხორციელებული იერიშების გამო, რადგან თვლის, რომ ეს სერბების წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია, რადგან ისინი ორივე მსოფლიო ომში ამერიკის მოკავშირეები იყვნენ.


„სერბი ხალხის დაბომბვა ძალიან დიდი შეცდომა იყო. კლინტონების აზრით ეს წარმატება იყო, ჩემთვის კი ეს სამარცხვინოა!“ – ამის შესახებ, თეთრი სახლის ლიდერმა, სერბულ გამოცემა 'ნედელნიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„კლინტონებმა მოაწყვეს უწესრიგობა ბალკანეთსა და კოსოვოში. შეხედეთ, რა დავმართეთ სერბებს ჩვენი დაბომბვით. ესენი სწორედ ის სერბები არიან, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ მსოფლიო ომებში. მე ბოდიშს ვიხდი თითოეული სერბის წინაშე ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ გადამდგარი არასწორი ქმედებების გამო, მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი კაცმა არ უწყის რა მოხდებოდა დღეს, არაფერი შეიცვლებოდა საგარეო პოლიტიკაში“. – განაცხადა ტრამპმა

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის