USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
დონალდ ტრამპი - პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ - ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ
თარიღი:  700

პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ექნებათ თუ არა პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება მას შემდეგ, რაც აშშ ღაზის სექტორზე კონტროლს დააწესებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.

„შეიძლება ხუთი, ექვსი ან ორი იყოს. ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ, ცოტა მოშორებით იქიდან, სადაც არიან, სადაც მთელი ეს საფრთხეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის