USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
დონალდ ტრამპი - „მძინარე ჯოს“ ძალიან ნეგატიური ხედვა აქვს
Date:  607

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეში მხარდამჭერებს შეხვდა.

რეზიდენტის თქმით, პანდემიის მიუხედავად ქვეყანამ ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში უნდა გააგრძელოს და ყველა დაწესებულება, მათ შორის, სკოლები გაიხსნას.

„კორონაივრუსის გავრცელების მიუხედავად ჩვენ ცხოვრება უნდა განავაგრძოთ. ჩემი ვაჟი ბარონი კორონავირუსით დაინფიცირდა, 15 წუთის შემდეგ ექიმებს ვკითხე და ის თავს უკვე კარგად გრძნობდა. პირველი ლედიც დაინფიცირდა და მეც. თუმცა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე გდგავარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ნეგატიური ხედვის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მძინარე ჯოს“ ძალიან ნეგატიური ხედვა აქვს. ის მოსახლეობას მუდმივად ბნელი ზამთრის შესახებ ესაუბრება. მოსახლოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის. მას მთელი ქვეყნის ჩაკეტვა სურს“, -განაცხადა მან.

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way