აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნევადას შტატს ესტუმრა და მხარდამჭერებს შეხვდა.
„ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, ამერიკაც იმარჯვებს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან სიტყვით გამოსვლისას, ტრადიციულად გააკრიტიკა მთავარი ოპონენტი „დემოკრატი“ ჯო ბაიდენი და მას „საცოდავი არსება“ უწოდა.
„ჯო ბაიდენს არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა, რადგან მას ნამდვილად არ სჯერა ჩვენი ქვეყნის. ის არის ყველაზე ცუდი კანდიდატი საპრეზიდენტო პოლიტიკის ისტორიაში“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ნევადას შტატში ტრამპს ჯო ბაიდენი უსწრებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.