USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი მემარცხენე ექსტრემისტების მარიონეტია
თარიღი:  1189

ჯო ბაიდენი სოციალიზმის ტროას ცხენი და მემარცხენე ექსტრემისტების მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჯო ბაიდენი მემარცხენე ექსტრემისტების მარიონეტია, რომლებსაც ჩვენი საზღვრების მოშლა, ჩვენი პოლიციის გაქრობა, თავიანთი იდეების ჩვენი შვილებისთვის შთაგონება და ჩვენი გმირების დამცირება სურთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ამერიკის მომავალი მასზეა დამოკიდებული.

„ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ ვერავინ იქნება. ბაიდენი და ჰარისი პრო-კრიმინალები და ანტი-პოლიციელები არიან, ჩვენ კი ანტი-კრიმინალები და პრო-პოლიციელები ვართ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის