USD 2.6982
EUR 3.1512
RUB 3.3533
თბილისი
დონალდ ტრამპი- ირანის ე.წ. უმაღლესი ლიდერი ფრთილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას
თარიღი:  843

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მოუწოდებს, ფრთხილად შეარჩიოს სიტყვები.

„ე.წ. უმაღლესმა ლიდერმა, რომელიც ბოლო დროს არც თუ ისე უმაღლესია, საძაგელი რაღაცები თქვა შეერთებული შტატებისა და ევროპის შესახებ. მათი ეკონომიკა ინგრევა, ხალხი იტანჯება. ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის გუშინ, პარასკევის ლოცვის დროს აიათოლა ალი ხამანეიმ აშშ-ის პრეზიდენტს „კლოუნი“ უწოდა, რომელიც ირანელ ხალხს „ზურგში შხამიან მახვილს ჩასცემს“.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის