USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
დონალდ ტრამპი - ილონი უბრალოდ შეიშალა!
თარიღი:  1434

ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ილონი მოთმინებას მაკარგინებდა, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა (რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!), და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - წერს ტრამპი.

ასევე, მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის შენახვის მარტივი გზა მასკის კონტრაქტების გაუქმებაა.

"ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!”, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.

კერძოდ, მასკი ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის