USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
დონალდ ტრამპი - ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება - ვაპირებთ ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ
თარიღი:  416

ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

„ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ჩვენს საზღვრებს გამოვასწორებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. უკვე ნათელია, რომ ჩვენ ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გამარჯვებას მივაღწიეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მისთვის პატივია.

„მე თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ. ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია Fox News-ის წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპი ამერიკის 47 პრეზიდენტია. მან პირწმინდად დაამარცხა კამალა ჰარისი. პრეზიდენტად არჩევისთვის 270 დელეგატის ხმაა საჭირო, დონალდ ტრამპს უკვე 277 აქვს. კამალა ჰარისმა უკვე მიულოცა ტრამპს გამარჯვება. ასევე რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე კონგრესში. ეს კი ნიშნავს მხოლოდ ერთს. ტრამპმა აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა ამერიკაში.
 
ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის