USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
დონალდ ტრამპი - დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, სიგიჟეა!
дата:  839

„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში, რომლებსაც მართავენ, დანაშაულის ცუდი მაჩვენებელია ...

ჩიკაგოსა და ნიუ იორკში დანაშაულის დონე ძალიან გაზრდილია. ჩიკაგოში 67 ადამიანი დაიჭრა და 13 გარდაიცვალა. გახშირდა სროლები ნიუ იორკში, სადაც მოსახლეობა მერისა და გუბერნატორ კუომოსგან დროულ ქმედებებს ითხოვს. ფედერალურ მთავრობას სურს, მზად არის და შესწევს უნარი დაეხმაროს, თუ სთხოვენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა მზადაა, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს დანაშაულის დონის შემცირებაში დაეხმაროს.

წყარო:https://twitter.com/

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати