USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
დიღმის მასივში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა
თარიღი:  553
დიღმის მასივში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. ამჯერად, ლუბლიანას ქუჩის N11-ში არსებულ სივრცეში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დარგეს.
ღონისძიების ფარგლებში, დაირგო როგორც ფოთლოვანი, ასევე, წიწვოვანი ხეები, ასევე, სხვადასხვა სახის ბუჩქი.
აღნიშნული ხეებისა და ბუჩქების რგვასა და მოვლა-პატრონობას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „საქართველოს ნერგები“ ახორციელებს. სამუშაოები 240 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგეობა საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ჯამში, 215 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარისა და 2 770 ძირი ბუჩქის დარგვას გეგმავს.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის