USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
დიღმის მასივის პირველ კვარტალში გამწვანების აქცია გაიმართა
თარიღი:  849
დიღმის მასივის პირველ კვარტალში გამწვანების აქცია გაიმართა. დიდუბის რაიონის გამგეობამ, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეში სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დარგო.
ღონისძიების ფარგლებში დაირგა როგორც ფოთლოვანი, ასევე, წიწვოვანი ხეები: ვერცხლისფერი ნაძვი, ფიჭვი, კიპარისი არიზონიკა, მინდვრის ნეკერჩხალი, წითელი ტყემალი, ხეტიტა. აღნიშნულ სივრცეში ასევე დაირგა ბუჩქები: სამი სახეობის ჭანჭყატი, ფოტინია, წყავი, გართხმული ღვია, მარადმწვანე სურო, კომპაქტური ტუია, როზმარინი, ნანდინა და ხეივნის ვარდი.
აღნიშნული ხეებისა და ბუჩქების რგვასა და მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საქართველოს ნერგები“ ახორციელებს. სამუშაოები 240 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
დიდუბის რაიონის გამგეობა საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ჯამში, 215 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარისა და 2770 ძირი ბუჩქის დარგვას გეგმავს.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის