დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტლის №2ა კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკო ინვენტარი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი. მათ, ასევე მოისმინეს ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები და მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი