USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დიდუბშის მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია გრძელდება
თარიღი:  705

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა საჩრდილობელი, საპარკე ინვენტარი, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე. სამუშაოების განხორციელებისთვის 250 000 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის