USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გარძელდება
თარიღი:  870
დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ დროისთვის, დიღმის მასივის მეორე, მესამე და მეხუთე კვარტლებში, ასევე, მიქელაძის, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩებზე ასფალტის საფარი 13 763 კვ.მ ფართობზე დაიგო.
 
სამუშაოები განხორციელდა: დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-9, მე-17 და მე-19 კორპუსებთან, მესამე კვარტლის მე-3, მე-14 და 36-ე კორპუსებთან. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-16, 22-ე და 23-ე კორპუსებთან, ასევე, მიქელაძის ქუჩის N14-სა და 18-ში, ლუბლიანასა და ბელიაშვილის ქუჩების N38-ში ასფალტის საფარი მოწესრიგდა.
 
თითოეულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, განხორციელდა ამორტიზებული ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი, ამის შემდგომ კი, ასფალტის საფარი დაიგო როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარებზე.
 
განხორციელებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 962 294 ლარი გამოიყო. დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის მოწყობის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის