USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  688

დიდუბის რაიონის გამგეობამ, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მირცხულავას ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა.

მირცხულავას ქუჩის N3ა-სა და 3ბ-ში საერთო სარგებლობის სადარბაზოს კიბეებისა და კარის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 29 282 ლარი შეადგინა.

გამგეობამ მიმდინარე წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები 21 მისამართზე განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, 4 მისამართზე კიბეებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო სადარბაზოს კარი და თბილისური ტიპის ეზოების ჭიშკარი 17 მისამართზე გაკეთდა. სამუშაოებისთვის ჯამში 189 943 ლარი დაიხარჯა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის