USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
თარიღი:  634

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა პროექტთან ერთად სტანისლავსკის ქუჩის N9-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ტერიტორია 2000 კვ.მ ფართობს შეადგენს და სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ეწყობა დეკორატიული ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე. განთავსდება საპარკე ინვენტარი, ასევე, გაკეთდება სავარჯიშო ზონა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები.

პროექტის ღირებულება 330 000 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან საკრებულოში გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის