USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
დიდუბის რაიონის გამგეობის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი:  493

დიდუბის რაიონის გამგეობის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ საზოგადოებას მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
2023 წელს რაიონში ასფალტის საფარი 59 მისამართზე დაიგო, საგზაო ინფრასტრუქტურა 46 309 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებით, სანიაღვრე ქსელი 12 მისამართზე გაკეთდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სკვერს, მათ შორის, ახმეტელის ქუჩაზე ხუთი სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო მცირე სარემონტო სამუშაოები 25 მისამართზე შესრულდა. ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცეები 3 მისამართზე გაკეთდა, ხოლო 12 მისამართზე 128 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.
დიდუბის გამგეობამ მიმდინარე წელს 15 სპორტულ მოედანს ჩაუტარა სრული რეაბილიტაცია, შშმ პირებისთვის კი 3 ლიფტი-პანდუსი დამონტაჟდა.
ამასთან, საგაზაფხულო და საშემოდგომო რგვების პერიოდში, მნიშვნელოვანი გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა. დაირგო 4150 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე.
რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, მიმდინარე წელს 110 პროექტი განხორციელდა, მათ შორის: 57 ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა 34 კორპუსის დაზიანებული სახურავი, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 30 მისამართზე განხორციელდა, სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები, კარების შეცვლა და კიბეების აღდგენა 32 მისამართზე გაკეთდა. გარდა ამისა, თამარ მეფის გამზირის N20-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 896 400 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე მოეწყო 11 კულტურული და სპორტული ღონისძიება.
მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 19 276 602 ლარი დაიხარჯა.

დიდუბის რაიონის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი და რაიონების გამგებლები.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის