USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
დიდუბის რაიონის გამგეობა ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლების პროექტს აქტიურად განაგრძობს
Date:  719
დიდუბის რაიონის გამგეობა ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლების პროექტს აქტიურად განაგრძობს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-7 ა კორპუსში ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტი თანამედროვე ლიფტით ჩანაცვლდება. ამორტიზებული ლიფტი მოსახლეობას წლების განმავლობაში საფრთხესა და დისკომფორტს უქმნიდა.
 
დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 48 836 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.
 
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური პროექტი სამ ამხანაგობაში - დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-17 კორპუსში, ასევე, პირველი და მეოთხე კვარტლების პირველ ა კორპუსებში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 508 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way