USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს
თარიღი:  501
დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოები ხუთ ამხანაგობაში მიმდინარეობს: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-10 კორპუსში, მეოთხე კვარტლის 25-ე კორპუსში, აბასთუმნის ქუჩის N1-ში, მირცხულავას ქუჩის N3ა-სა და დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-11 კორპუსის სადარბაზოში.
ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდება. ასევე, შეიცვლება ელექტროსისტემა და ბაგირები. პროექტის განხორციელებისთვის 157 929 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვის ჯგუფი 21“ ახორციელებს.
May be an image of 4 people, people standing and road
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის