USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
დიდუბეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
дата:  740
დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
რონდელის ქუჩის N1-სა და ჭოხონელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 1700 კვ.მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო
.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати