USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები - მხარს ვუჭერთ ჯო ბაიდენის გეგმას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით
თარიღი:  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები სრულად უჭერენ მხარს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ შეთანხმებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჯგუფის ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული.

„დიდი შვიდეული“ კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას „მშვიდობისკენ მიმავალი სანდო“ გზის მიმართ.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარმოდგენილ ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც მიგვიყვანს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები „ჰამასს“ მოუწოდებენ, შეთანხმებას დასთანხმდეს.

„მოვუწოდებთ „ჰამასს“, მიიღოს ეს შეთანხმება და მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ გავლენა „ჰამასზე“, დაეხმარონ მას ამის გაკეთებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის