დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ იქნება.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს „ბრექსითის“ შესახებ. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.
დედოფლის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.
ბრიუსელს კვლავაც სჭირდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ შეთანხმების საერთაშორისო სამართალთან ფორმალიზება განახორციელოს.
24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მის სარატიფიკაციოდ შეიკრიბება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.