USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
თარიღი:  377
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩაზე 5 848 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება შეფერხებით უწევდა, საგზაო სამუშაოების განხორციელების შედეგად, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
 
ინფრასტრუქტურული პროექტი კომპანია "ლ ენდ ლ" განახორციელა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის