USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
დიდ დიღომში ჰოკეის და ფიგურული ციგურაობის სტადიონის აშენება იგეგმება - ბიუჯეტი 50 მლნ ლარია
дата:  750

წყარო:https://www.bm.ge/

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ზომის ყინულის მოედნის მშენებლობის ტენდერი უშედეგოდ დასრულდა, ამიტომაც მთავრობამ ის განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სტადიონი დიდ დიღომში აშენდება და ის 60/30 მეტრზე ორ მოედანს გააერთიანებს. გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სტადიონის მშენებლობა 50 მილიონი ლარი დაჯდება.

საქართველოში ამ ზომის ყინულის მოედანი ამ დრომდე არ არსებობს. ახალი ყინულის მოედანი ჰოკეის; ფიგურული ციგურაობის; კერლინგისა და შორტ-ტრეკის შეჯიბრებებსა და სასწავლო პრაქტიკას უმასპინძლებს.

წინა ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - ამხანაგობა აის პროფეშენალს ენდ პარტნერსმა; ამხანაგობა დაგი-ზლატოგრაფმა და ბრიტანია ქონსთრაქშენმა მიიღეს, თუმცა სამივე მათგანის დისკვალიფიცირება მოხდა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 16,112 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება.

შესყიდვა Design-build მეთოდით განხორციელდება, შესაბამისად დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს თავიანთი არქიტექტურული პროექტებიც უნდა შესთავაზონ.

● ყინულის მოედნის რაოდენობა - 2;
● ყინულის მოედნის ზომა - 60 მეტრი 30 მეტრზე ;
● მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე - 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4;
● მოედნის გაბარიტული ზომა - სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი;
● მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს;
● ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე;
● მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი;
● ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.

მოთხოვნილი გამოცდილების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ყინულის მოედნის მოწყობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ.

“პრეტედენტს უნდა გააჩნდეს არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 25,000,000 ლარის ღირებულების, სამოქალაქო, ან სამრეწველო (სამრეწველოს შემთხვევაში: დახურული ტიპის, არანაკლებ IV კლასის) დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, საიდანაც მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 10,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოებს (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 20,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს იწყება და 16 ოქტომბერს სრულდება.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати