USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სხეულზე ექსპერტებმა 40-მდე ჭრილობა აღმოაჩინეს
თარიღი:  1212

12 წლის გოგონას სხეულზე ექსპერტებმა  40-მდე დაზიანება აღმოაჩინეს, მათ შორის არის ნაჭდევები და ერთი ჭრილობა. ასეთია სახელწმიფო ექსპერიტიზის დასკვნა, რომელიც სამხარაულის ბიურომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს დღეს გადასცა. 12 წლის ანა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი გაგუდეს -  ამ დასკვნამდე მიდის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის წაკითხვის შემდეგ.  

დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი და  გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბლაგვი საგნით მიყენებული.  ადვოკატს აეჭვებს სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობა და ვარაუდობს, რომ 12 წლის ანას დანა აქვს ჩარტყმული.

ახლა ოჯახი კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რა ვითარებაში მიიღო მოზარდმა მძიმე დაზიანებები.  

„ჩემთვის ეს დასკვნა მოულოდნელი არ ყოფილა, მე თავიდანვე, მყარად ვამბობდი, რომ ჩემი შვილი ძალადობრივად არის მოკლული.

ბრძოლას გავაგრძელებ ბოლო წუთამდე, ბრძოლა ისეთი მექნება, როგორიც ჯერ არავის უჩვენებია, ისეთ ბრძოლას გავაჩაღებ“,- განაცხადა ხუტაშვილმა.

გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლითა აღიძრა, თუმცა სამართალდამცველები  დამნაშავის კვალზე ამ დრომდე არ გასულან.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის