USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დიდ ბრიტანეთში ლუდსახარში ყველა მსურველს ლუდს უფასოდ ურიგებს
თარიღი:  819

დიდ ბრიტანეთში, ნორსამბერლენდის საგრაფოში ლუდსახარში Alnwick-ი ყველა მსურველს ლუდს უფასოდ ურიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კომპანია ლუდს პაბებსა და ბარებში ჩასაბარებლად ხარშავს, კარანტინის გამო კი ეს დაწესებულებები დაკეტილია. ჩამოსასხმელ ლუდს ვარგისიანობის შედარებით მცირე ვადა აქვს, ამიტომ ლუდსახარშის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, ლუდი უფასოდ დაარიგონ.

ლუდის მისაღებად ორი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო - საკუთარი ბოთლით მისვლა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფონდში ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა.

ლუდსახარშის მფლობელის, იან რობინსონის განცხადებით, ადამიანები ლუდის წასაღებად სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლით მიდიან, დაწყებული ნახევარლიტრიანი ბოთლით, დამთავრებული 20-ლიტრიანი კანისტრით.

Alnwick-ში ლუდის დარიგება კვირაში ერთხელ, პარასკევობით ხდება. წინა ორი კვირის განმავლობაში კომპანიამ შემოწირულობის სახით 450 ფუნტი შეაგროვა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის