USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
დღევანდელი დღე მსოფლიო ისტორიაში
дата:  831

25 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 176-ე დღე (ნაკიან წლებში – 177-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 189 დღე.

დღის მოვლენები

  • 524 : ვეზერონსის ბრძოლა – ფრანკებმა ბურგუნდიელები დაამარცხეს.
  • 1678 : ელენა კორნარო პისკოპია ხდება პირველი ქალი, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
  • 1788 : ვირჯინია გახდა აშშ-ს მე-10 შტატი.
  • 1863 : სიოგუნმა ტოკუგავამ ქვეყნიდან ყველა უცხოელის განდევნა ბრძანა.
  • 1876 : ლიტლ-ბიგჰორნის ბრძოლაში აშშ-ის გენერალ-მაიორი ჯორჯ არმსტრონგ კასტერი მოკლეს.
  • 1905 : კულინანის ალმასი, დღემდე ცნობილი უდიდესი ალმასი, იპოვა ფრედერიკ უელსმა.
  • 1938 : დაგლას ჰაიდი ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1044 : ტალი-იჰანტალას ბრძოლა – უდიდესი სკანდინავიის ისტორიაში – დაიწყო.
  • 1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვყნდა.
  • 1948 : ბერლინის ოპერაცია „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.
  • 1950 : კორეის ომი დაიწყო.
  • 1953 : ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ლავრენტი ბერია დააპატიმრეს.
  • 1975 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, გააუქმა რა სამოქალაქო უფლებები და არჩევნები.
  • 1975 : მოზამბიკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა პორტუგალიისაგან.
  • 1978 : არგენტინა იმარჯვებს 1978 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.
  • 1981 : Microsoft (კორპორაცია) ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით.
  • 1991 : ხორვატიამ და სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს იუგოსლავიისაგან.
  • 1998 : მაიკროსოფტ ვინდოუს 98 გამოვიდა.
  • 2007 : სტამბოლში გაიხსნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის XV სამიტი.
  • 2009 :
    • ამერიკელი პოპ მომღერალი მაიკლ ჯექსონი გულის უკმარისობით გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.
    • არქეოლოგებმა დაადასტურეს გერმანიაში 35.000 წლის ფლეიტის, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტის, აღმოჩენა.
  • 2010 : საქართველოს ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი აიღო.
  • 2013 : კატარის ამირამ შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ ხელისუფლება შვილს, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის გადააბარა.
  • 2016 : გუდნი იოჰანესონი ისლანდიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1852 : გაუდი, ანტონიო — ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი (გ.1926)
  • 1855 : ანდრონიკაშვილი, იოსებ — ქართველი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე
  • 1903 : ორუელი, ჯორჯ — ინგლისელი მწერალი (გ.1950)
  • 1909 : ბალავაძე, ბენედიქტე — ქართველი გეოფიზიკოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1822 : ჰოფმანი, ერნსტ — გერმანელი მწერალი (დ.1776)
  • 1861 : აბდულმეჯიდ I — ოსმალეთის სულთანი (დ.1823)
  • 2009 : ჯექსონი, მაიკლ — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი (დ.1948)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ისიდორე სამთავნელი
    • იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი
    • ონოფრე დიდი
    • ღირსი მეუდაბნოენი: პაფნუტი, ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლამვონე) და თეოფილე თებაიდელი
  • აგრეთვე:
    • ესპანეთი : სანტა-ოროსიას დღე
    • მოზამბიკი : დამოუკიდებლობის დღე
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати