USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
დღეს ყველა ჯარისკაცის მამის, სერგო ზაქარიაძის დაბადების დღეა
თარიღი:  3412

სერგო ზაქარიაძე – Sergo Zakariadze (1909-1971)

სერგო ზაქარიაძე დაიბადა 1907 წელის  1 ივლისს ქალაქ ბაქოში, ქართველი რკინიგზელის ოჯახში. მალე იგი მშობლებთან ერთად ზესტაფონში გადადის საცხოვრებლად, 1922 წელს სერგო თბილისშია, აკ. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში აბარებს გამოცდას, მაგრამ მცირე ასაკმა ხელი შეუშალა ჩანაფიქრი განეხორციელებინა.

ორი წლის შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი. 1932 წელს სერგო ზაქარიაძე თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის მარჯვენა გარემარბია.

1926 წლიდან იწყება ს. ზაქარიაძის აქტიური მოღვაწეობა. იგი მუშაობს ქუთაისის და თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ხოლო 1956 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია; 1969 წელს სათავეში ჩაუდგა მას, როგორც თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა _ თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში.

ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

1946 წელს მსახიობს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება. 1958 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში სერგო ზაქარიაძემ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. დეკადის დღეებში მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. სერგო ზაქარიაძე იყო სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატი.

დიდი ხელოვანი გარდაიცვალა 1971 წლის 13 აპრილს. 17 აპრილს მსახიობის ცხედარი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.

შემოქმედება

ს. ზაქარიაძე ერთნაირი სიძლიერით ძერწავდა კომედიურ და ტრაგედიულ როლებს. მისი გმირები გამოირჩევიან მაღალი ჰუმანური და მოქალაქეობრივი სულისკვეთებით. სერგო ზაქარიაძე შექმნა ოიდიპოს მეფის, ბეკინა სამანიშვილის, მეფე ლირის, კრეონის, ჰიგინსის, ურიელ აკოსტასა და სხვა ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული გმირების განუმეორებელი სახეები.

მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ( დადიანის “ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”, 1945), გიგაური (მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი ( თაბუკაშვილის “რაიკომის მდივანი”, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას “ბაგრატიონი”, 1944), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”, 1945), მეფე დავითისა ( გოთუას “დავით აღმაშენებელი”, 1946), ბესიკ გაბაშვილისა ( გოთუას “მეფე ერეკლე”, 1942).

უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი მრევლიშვილის “ზვავში” (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი”, 1952).

შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს:ქადაგი (“ბახტრიონი”, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი ( ნახუცრიშვილის “ფიროსმანი”, 1961). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მრელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ( სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, 1956), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი ( პუშკინის “ბორის გოდუნოვი”, 1957).

1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი (“უკანასკნელი ჯვაროსნები”, 1934), შადიმან ბარათაშვილი (“გიორგი სააკაძე”, 1942-1943, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ფოსტალიონი გიორგი (“დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960).

მსოფლიო აღიარება მოუტანა მსახიობს ქართველი გლეხის _ გიორგი მახარაშვილის როლმა . ჩხეიძის ფილმში ,,ჯარისკაცის მამა”.

1965 წელს გაზეთი ,,ლიტერატურნაია როსია” წერდა: ,,როგორ გამოუცვნია მსახიობ სერგო ზაქარიაძეს ეს განუმეორებელი ინტონაცია, ნაზი, თითქოს დედობრივი ღიმილი გლეხისა, რომელიც მიწას ელაპარაკება, მხრების ეს ბედნიერი მოშვება. იმდენი სიმშვიდე და სიწყნარეა მის გმირში, იმდენი დაუჯერებელი ძალა და სამართლიანობაა, რომ ფიქრი სიცოცხლის დაუსრულებლობაზე, დაუბერებლობაზე ხელშესახები, ნივთობრივი ხდება”.

გაზეთმა ,,იზვესტიამ” კი ჯარისკაცის მამის როლის შემსრულებელს ,,მშობლიურ მიწაში ღრმად ჩამჯდარი კვანძიანი ძველი ფესვი” უწოდა.

1965 წელს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ჩატარდა დევიზით ,,კინოხელოვნების ჰუმანიზმისათვის, ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობისათვის”, წარმოდგენილი იყო 67 ქვეყნის კინოხელოვნება, მათ შორის ქართული მხატვრული ფილმი ,,ჯარისკაცის მამა”. ფესტივალის ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაწესებული პრიზი სერგო ზაქარიაძეს მიაკუთვნა. ამავე ფესტივალს სტუმრობდა ცნობილი იტალელი მსახიობი სოფი ლორენი, რომელიც საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა ფილმისთვის "ქორწინება იტალიურად"(1964). მაშინ წითელი ხალიჩები არ არსებობდა და ფესტივალის ორი საუკეთესო მსახიობის "ფოტოსესია" ძირითად წითელ მოედანზე განხორციელდა.

კინოფილმ ,,ჯარისკაცის მამაში” ქართველი გლეხის კოლორიტული სახის შექმნისათვის სერგო ზაქარიაძეს 1966 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. ,,ჯარისკაცის მამამ” ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს ეკრანები და მილიონობით ადამიანებს დაანახა ქართველი კაცის სულიერი სამყარო, იდეური სიმტკიცე და შემართება.

ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს

მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ფანატიკურ სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. იყო ფანატიკოსი და ფანატიზმს ითხოვდა პარტნიორებისგანაც. ის არ უყვარდათ კოლეგებს, მაგრამ უყვარდა და უყვარს ხალხს.

მას უყვარდა თეატრი, კინოში მუშაობას ტანჯვას ეძახდა, მაგრამ სწორედ კინომ მოუტანა დროში განფენილი დიდება. ქართული სცენის უკომპრომისო ქურუმი ბაქოში დაიბადა, სწორედ იქ, ადგა პირველად სცენაზე ფეხი მერე თბილისის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრში მაშინ მივიდა, როცა იქ ეროსი მანჯგალაძე იყო ზენიტში. სწორედ ამ დროს მივიდა სერგო ზაქარიაძე რუსთავლის თეატრში და როგორც ვასილ კიკნაძე იტყვის, სერგო ზაქარიაძე ხორავასა და ეროსი მანჯგალაძის შუაში ჩაჯდა.

“ჩაჯდა” და გახდა კიდეც ეროსის ნაცვლად თეატრის ლიდერი. თეატრში მიღებისთანავე კი ოიდიპოს მეფის როლის ახალ შემსრულებლად დანიშნეს. სწორედ ოიდიპოსის როლით გაიცნეს პირველად მოსკოვში. “თქვენ ტრაგიზმით აღაგზნეთ მოსკოვი” – ასე მიმართეს რუსმა თეატრის კორიფეებმა ზაქარიაძეს… ნოდარ გურაბანიძე: “სერგო ზაქარიაძის მისვლა რუსთაველის თეატრში საბედისწერო აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძისთვის, დოდო ალექსიძისთვის და თვით მისთვისაც კი. სიყვარულისა და სიკეთისათვის გახსნილმა, უაღრესად ზრდილმა და გულთბილმა ეროსიმ თეატრში მისვლის პირველივე დღეებიდანვე შეიძულა სერგო ზაქარიაძე, თითქმის არ ელაპარაკებოდა, ზურგს აქცევდა, მისთვის უჩვეულო მკვახე ტონით პასუხობდა (თუკი პასუხობდა). ისე წავიდა ამ ქვეყნიდან სერგო ზაქარიაძე რომ ეროსის მასზე გული არ მობრუნებია. სიკეთისათვის შექმნილი ეროსის გულში ამ კაცისადმი დაუძლეველმა სიძულვილმა დაისადგურა…” მალე სერგო ზაქარიაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ამგვარად მან დაიჭირა არა მარტო ეროსი მანჯგალაძის, არამედ აკაკი ხორავასა და დოდო ალექსიძის კუთვნილი ადგილებიც.

მაგრამ ბედისწერა ახალ მსხვერპლს ითხოვდა რუსთაველის თეატრის კვარცხლბეკზე. ახალგაზრდა თაობა თანდათან განუდგა სერგო ზაქარიაძეს. რასაც იმპულისი მისცა მასსა და მიხეილ თუმანიშვილს შორის გაჩენილმა უთანხმოებამაც. სერგო ზაქარიაძე გენიალურად თამაშობდა მთავარ როლს თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში “როცა ასეთი სიყვარულია”. იგივე როლი, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით ითამაშა გოგი გეგეჭკორმა. თუმანიშვილს თავის მეგობართა წრეში უთქვამს (თითქოს!) _ სპექტაკლი სწორედ ისე მქონდა ჩაფიქრებული, როგორც გეგეჭკორი თამაშობსო… ეს ნათქვამი უმალ მიუტანეს ბატონ სერგოს და თუმცა ბატონი მიშა უყარყოფდა, ამის მსგავსი არაფერი მითქვამსო, საქმეს ამან ვერ უშველა. პირველი დიდი ბზარი უკვე გაჩნდა ამ ორ დიდ ხელოვანს შორის.

გაუნაწყენდა ძმაც - რუსთაველის თეატრში „ფიროსმანი” დაიდგა, სადაც მთავარ - ნიკალას როლს სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. მის ძმას, ბუხუტი ზაქარიაძეს სპექტაკლში ერთი პატარა როლი ჰქონდა. რეპეტიციისას რეჟისორმა და სერგო ზაქარიაძემ გადაწყვიტეს, რასაც ბუხუტის გმირი ამბობდა, ჯობდა, ნიკალა ფიროსმანს ეთქვა. რეჟისორმა ბუხუტი ზაქარიაძეს როლიდან ის რამდენიმე წინადადება წაართვა და სერგო ზაქარიაძეს ათქმევინა. ბუხუტი ზაქარიაძემ სიკვდილამდე არ დაივიწყა ეს წყენა… ხმასაც არ სცემდა ძმას…

დაპირისპირება სერგო ზაქარიაძესა და დასის მსახიობებს შორის უფრო და უფრო დრამატულ ხასიათს ღებულობდა. ბატონი სერგო საშინლად ნერვიულობდა. რამდენჯერმე გადაწყვიტა სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დატოვება, აქეთ-იქით აწყდებოდა, ნერვიულობდა როცა სპექტაკლები არ გამოსდიოდათ, დღე და ღამეს ასწორებდა თეატრის გრანდიოზულ რეკონსტრუქციებზე, თან კინოშიც იღებდნენ… გადაიღალა, გადაიქცანა მისი გული, სამკურნალოდ დაწვა ლეჩკომბინატში და სულ მალე გარდაიცვალა..”

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.