USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დღეს თენგიზ ჩანტლაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა
дата:  1552
დღეს საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, მინიატურების თეატრის დამაარსებელს, მსახიობსა და რეჟისორს, თენგიზ ჩანტლაძეს, 90 წელი შეუსრულდებოდა.

თენგიზ ჩანტლაძე (დ. 5 ივნისი, 1933 — გ. 7 სექტემბერი, 1988) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976) და საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“). 1957 წლიდან კონფერენსიედ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე. 1960–1961 წლებში იგი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. 1962 წელს ჩანტლაძემ ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც, დირექტორიც და წამყვანი მსახიობიც თვითონ ჩანტლაძე იყო. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი სახელმწიფო ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად გარდაიქმნა.

მინიატიურების თეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა; სამსახიობო ტექნიკა, გარდასახვისა და იმიტაციის დიდი უნარი, იუმორი და ლირიზმი მაყურებელში მუდამ მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევდა.
 
თენგიზ ჩანტლაძის მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებული როლებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელია: ლუარსაბი, ანატოლ ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ბესარიონ გაჩეჩილაძე; დღემდე აქტუალური და ღიმილს მომგვრელია მისი პერსონაჟების ფრაზები თუ სახასიათო ინტონაციები.
 
თენგიზ ჩანტლაძე 1988 წლის 7 სექტემბერს თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა.
 
 
 
 
 
 
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати