USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება
Date:  676

გეგმური სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ჭანტურიას, სანაპიროს და 9 აპრილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, შოთა ნიშნიანიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანი ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაინების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავშნის, ნუშის, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, მუხიანის, გიორგი ავალიშვილის და ნიკოლოზ ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, უდაბნოს მონასტრის, ქოშიგორის, დიღმის ქედის, თამაზ ძიძიგურის და იოსებ კვაჭაძის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way