USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
დღეს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება
дата:  690

სინოპტიკოსები 10 იანვარს ქუთაისში დღისით +19 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი იქნება და ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ოზურგეთში ღრუბლიანი დღე იქნება, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ბათუმში, სადაც ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნება, დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. სოხუმში +18 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +6 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +10 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, მზიანი იქნება დღე, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+15 გრადუსია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати