USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი
Date:  337

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +10 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +10 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ასევე გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way