საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2 უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ნაკრები დღეს, 21 ნოემბერს ქალაქ ჰელსინკიში, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე თამაშს კი ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.
ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.
თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული, რომელიც ჩემპიონატში საქართველოს სახელისთვის იბრძოლებს, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რათა კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშოთ.
ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ