USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დღეს მისი უწმინდესობის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა
თარიღი:  537
დღეს მისი უწმინდესობის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა.
ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ნახევარი საუკუნე უდიდესი გამოწვევებითა და განსაცდელებით იყო აღსავსე და საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი პერიოდი ილია მეორის სულიერი წინამძღოლობით გაიარა.
მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს თანამედროვე ისტორიის წინაშე განუზომლად დიდია! მისმა სიბრძნემ, ჩვენთვის მოცემულმა შენდობისა და შერიგების მაგალითმა, უფლისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულმა, ჩვენს ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანა!
ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენი ერის, სამშობლოსა და დედა ეკლესიის სიმტკიცისთვის დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის