USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
თბილისი
დღეს მადრიდის რეალის დაბადების დღეა
თარიღი:  1491

მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.

1895 წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.

კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. 1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.

მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.

სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).

1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.

ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930-33 წლებში.

სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.

მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.

1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის „რეალს“ მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.

1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.

სასტარტო პირველობაზე მადრიდის "რეალმა" ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის "რეალი" ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.

1943 წელს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირდება.

ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა "რეალი", რომ მალე "შვილობილი" მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.

1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის "რეალმა" ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.

1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ" ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი "ჩამარტინი".

"რეალის" მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ფრანსისკო ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დი სტეფანოს "რეალში" მიწვევა იყო.

1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის "რეალმა" საფრანგეთის უძლიერესი კლუბი სტად დე რეიმსი 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.

შემდგომი 4 წლის მანძილზე "რეალმა" არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევაა და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.

50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის "რეალის" იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი "რეალისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის "რეალმა" პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

60-იანი წლების მიწურულს მადრიდის „რეალი“ ნელ-ნელა დატოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალს“ კვლავ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.

1975 წელს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის "რეალმა" არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16- ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.

1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გზის გამგრძელებლებმა "რეალისთვის" ძველი დიდების დაბრუნება ვერადა ვერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.

 

1981 წელს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა "ლივეპულმა" აჯობა. სხვათაშორის, მადრიდის "რეალი" თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკმა" "რეალს" უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "დინამოს" დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, "დონ სანტიაგოს თასი" გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში "რეალმა" თბილისის "დინამოს" 4:2 სძლია. სწორედ ამ შეხვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათაშორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.

1985-86 წლებში მადრიდის "რეალმა" 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.

90-იანი წლების დასაწყისი "რეალისთვის" მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, "ბარსელონას" ჩრდილიდან გამოსვლას.

90-იანი წლების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი რეალისთვის წარმატებული ეპოქა იყო. გუნდმა სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუმცა 2004 წლიდან გუნდს ჩავარდნა დაეწყო. რეალი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი. 2010 წლიდან გუნდს სათავაში ჩაუდგა ჟოზე მოურინიო. რეალი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2011 წელს მოიგო ესპანეთის თასი, დაამარცხა რა ფინალში „ბარსელონა", ხოლო 2012 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2013 წელს გუნდმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. წარუმატებლობის გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო; იგი ამ თანამდებობაზე შეცვალა კარლო ანჩელოტიმ.

ანჩელოტის მოსვლის დღიდან გუნდში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ეს ყველაფერი იმ მიღწევებით გამოიხატა რასაც მადრიდულმა კლუბმა 2013/2014 წლების სეზონში მიაღწია. ანჩელოტიმ როგორც მას იტალიაში ეძახიან "პაპა კარლომ" გუნდში მოსვლისთანავე პირველივე სეზონში შეძლო ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმას რასაც გულშემათკივარი 12 წელი ელოდა და ის რაც ყველა მადრიდელს მონატრებული ჰქონდა მათ პაპა კარლომ ეს ნატვრა პირველივე სეზონში აუსრულა და სანუკვარი "ლა დესიმა" მოაგებინა. უმნიშვნელოვანესი წარმატებების მიუხედავად, კლუბის მენეჯმენტმა კარლო ანჩელოტის ჩანაცვლება გადაწყვიტა და 2015 წლის 3 ივნისიდან "მადრიდის რეალის" მთავარ მწვრთნელად ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაინიშნა, თუმცა კლუბში მისი მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე გამოდგა. გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რაფას მიერ დამოძღვრილი გუნდის შედეგების გამო, ხოლო პირველივე ელ კლასიკოში გამანადგურებელი ანგარიშით (4-0) დამარხცხებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა მისი მადრიდული კარიერა. 2016 წლის 4 იანვარს რაფაელ ბენიტესმა გუნდი დატოვა და ადგილი ახალბედა ზინედინ ზიდანს დაუთმო.

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის "მადრიდის რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნნას ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა წარმოუდგენელი წარმატებებისკენ აიღო სვლა. დანიშვნიდან ხუთი დღის შემდეგ ზიდანის შეგირდებმა მისი ხელმძღვანელობით გამართულ პირველივე შეხვედრაში "ლა-კორუნიის დეპორტივოს" 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ზიდანის პირველი სერიოზული გამოცდა "ელ კლასიკოს" სახით სულ მოკლე პერიოდში შედგა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული. მადრიდელებმა "ბარსელონას" 39 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს და თავიანთვე მოედანზე ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ზიდანის თაოსნობით გუნდმა წარმატებული სვლა განაგრძო ჩემპიონთა ლიგაზეც. ფინალში თანაქალაქელი "მადრიდის ატლეტიკოს" დამარცხების შედეგად, "რეალ მადრიდი" "ლა უნდესიმას", მე-11 ჩემპიონთა თასს დაეუფლა. 2016-17 წლის სეზონი ზიდანის გუნდის სრული ტრიუმფით წარიმართა. სეზონის სტარტზე მოგებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს (2016 წლის 18 დეკემბერს), სეზონის ბოლოს უკვე უმნიშვნელოვანესი, რიგით 33-ე ესპანეთის ჩემპიონობა მოჰყვა, ხოლო სეზონის კულმინაცია ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 ("ლა დუოდესიმა") გამარჯვება გახდა. იმის გარდა, რომ 12 ჩემპიონთა თასი აბსოლუტური რეკორდია გათამაშების არსებობის ისტორიაში, ეს გამარჯვება სხვა მხრივაც აღსანიშნავია რადგან, აქამდე ევროპის ჩემპიონთა ლიგა (გათამაშების მიმდინარე ფორმატის პირობებში) ზედიზედ ორჯერ არც ერთ გუნდს არ მოეგო. "მადრიდის რეალი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ამ ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული შეინარჩუნა. მადრიდის რეალმა ევროპის ჩემპიონის რანგში ზედიზედ მეორედ იასპარეზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. 2017 წლის 16 დეკემბერს ფინალში რეალმა რონალდოს მიერ გატანილი გოლით ბრაზილიური გრემიო დაამარცხა და კვლავ სარეკორდო, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2017-18 წლის სეზონი რეალისთვის წარუმატებელი გამოდგა ქვეყნის შიდა ასპარეზზე. ესპანეთის სამეფო თასის გათანაშებას გუნდი ადრეულ სტადიაშივე გამოეთიშა, ხოლო ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და გაჩემპიონებულ ბარსელონას მთელი 17 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ რეალმა კვლავ გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე. დაამხო რა საკუთარივე რეკორდი, ზიდანის გუნდი ზედიზედ მესამედ გაჩემპონდა ამ ტურნირზე. ტურნირის მანძილზე მადრიდელებმა ისეთი გუნდები ჩამოიცილეს, როგორებიცაა პსჟ, მიუხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი, ხოლო ფინალში ლივერპულიც დაამარცხეს და ლა დესიმოტერსერას, მეცამეტე თასს დაეუფლნენ. გამარჯვების შემდეგ სულ ცოტა ხანში გუნდში რადიკალური ცვლილებები მოხდა. ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ზინედინ ზიდანმა. მისი განმარტებით, იმ უზარმაზარი წარმატებების შემდეგ, რასაც გუნდმა მისი მწვრთნელობისას მიაღწია, საჭირო იყო ცვლილებები, რაც პირველ რიგში ახალი დამრიგებლის შერჩევას გულისხმობდა. ზიდანის წასვლის შემდეგ მეორე მოულოდნელობა იყო გუნდის უდავო ლიდერის და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერიც. 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ რონალდომ რეალის დატოვება და კარიერის ტურინის იუვენტუსში გაგრძელება გადაწყვიტა. ეს ცვლილებები გარკვეულ წილად მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდის პრეზიდენტისთვისაც. ფლორენტინო პერესს ძალიან მოკლე დროში მოუხდა გადაწყვეტილების მიღება და ახალი მწვრთნელის ძებნა. მან არჩევანი ხულენ ლოპეტეგზე შეაჩერა, რომელიც იმ დროისთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

 

თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 25 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ფერაძის, გოგიძის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ენუქიძის, ბობ უოლშის,   კვიჭიძის,  სოლოღაშვილის, ჩოხელის და  გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების, 26  მაისის მოედნის, შარტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, ბროლოსანის,   კოსტავას, იყალთოს, ხვიჩიას, ცინცაძის, შროშის, საბურთალოს, იოსებიძის, გოძიაშვილის,  იასამნის, ბროწეულის, გაგარინის, გელოვანის, კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ისაკაძის,  არდაზიანის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, იური ანუას,  ოდესის,  ოდიშელიძის,  ვეძისის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის VI კვარტლის, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების  მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),    გლდანის ხევის, ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ილორის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნოე რამიშვილის და არარატის ქუჩების    მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, წმინდა ბარაბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, თაყაიშვილის, დავითაშვილის, თრიალეთის, ხომლელის,  მზითაგორის, კალოუბნის, ქიზიყის, ბაღდავაძის,  ლორთქიფანიძის, კაიროს და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, გაბაშვილის, მიქელაძის და ასათიანის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ყიფშიძის,   აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის, რუთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოჯრის ახალი გზის, ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, მარო  მაყაშვილის და  ასათიანის  ქუჩების  მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს,    ქსნის, თევდორე  მღვდელის, გაფრინდაშვილის, ვანის, სანაპიროს და კარალეთის ქუჩების      მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.