USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა
თარიღი:  730
დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა. პირველი გეოლოგიური სამუშაოები საქართველოში 181 წლის წინ, 1841 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება.
საქართველოში გეოლოგიის დღე 1965 წლიდან აღინიშნება.
საქართველოს გეოლოგიას არაკომპლექსური ხასიათთ პირველი აღწერს შვეიცარიელი მეცნიერი დიუბუა დე მონპერე, რომელიც ამასთანავე პირველი ადგენს საქართველოს გეოლოგიურ რუკას.

პირველმა ქართველმა გეოლოგმა გ. წულუკიძემ გააშუქა ამიერკავკასიის რეგიონული გეოლოგიის რიგი საკითხები. გეოლოგმა ს.ვ. სიმინოვიჩმა გამოიკვლია კავკასიის გეოლოგიური აგებულება და ამასთანავე გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომები - სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიის სისტემატურ კვლევას ხელი მოჰკიდა აკადემოკოსმა - ჰერმან აბიხმა, რომელმაც კავკასიაში თითქმის 40 წელი იცხოვრა.

ქართველმა გეოლოგებმა თვალშისაცემი კვლევები მხოლოდ XX საუკუნეში მიიღეს. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი გეოლოგი, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს გეოლოგიის ყველა ძირითადი დარგი. საქართველოში მეცნიერული გეოლოგიის წამომწყებნი არიან: ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე, კალისტრატე გაბუნია და სხვ. მათ შექმნეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები, ამასთანავე მათივე ინიციატივით დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი, გეოლოგიის საზოგადოება და სხვ. გეოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შრომები, მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები და სხვ.

გეოლოგიის აზრის განვითარების ტემპები ვითარდება XX საუკუნის შუა წლებიდან, სადაც იწყებენ გეოლოგიის ძირითადი დარგების შესწავლას და ახალი რუკების შედგენას.

XX საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება საქართველოს ტერიტორიის გეოტექტონიკური დარაიონება, გამოყოფილ იქნა მსხვილი გეოტექტონიკური ერთეულები, როგორიცაა მაგ.: საქართველოს ბელტი და სხვ. საქართველოს გეოტექტონიკურ დარაიონებაში დიდი წვლილი მიუძღვით ალექსანდრე ჯანელიძესა და პეტრე გამყრელიძეს.

საქართველოს ტექტონიკური და სტრატიგრაფიული საკითხები მაღალ მეცნიერულ დონეზე აღწერა აკადემიკოსმა არჩილ ცაგარელმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ასევე მისი შრომები საქართველოს ცარცული ნალექების შესახებ. დიდი წარმატებები მოიპოვეს აგრეთვე გეოლოგიის დარგებმა - ვულკანოლოგიამ, პეტროლოგიამ, მინერალოგიამ, პალეონტოლოგიამ და სხვ.

აღსანიშნავია ასევე ლეონიდე გაბუნიას მიერ აღმოჩენილი ბენარის ნამარხი ფაუნა.

საქართველოს გეოლოგიური კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქარველმა გეოლოგებმა : ალექსანდრე ჯანელიძემ, ალექსანდრე თვალჭრელიძემ, კალისტრატე გაბუნიამ, გიორგი ძოწენიძემ, ლეონიდე გაბუნიამ, არჩილ ცაგარელმა, პეტრე გამყრელიძემ, ივანე კახაძემ, ივანე კაჭარავამ, გიორგი ზარიძემ, იოსებ ბუაჩიძემ და სხვ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის