USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
დღეს გელათის წინამძღვრის არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდა
თარიღი:  867

მამა იოსები იყო  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე, ბერ-მონაზვნობის ღვაწლის მტვირთრველი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგული.

მამა დავით უმანკოშვილი იხსენებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლის ადრე არქიმანდრიტი იოსები საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც  მოღვაწე 103 წლის მონაზონმა, იღუმენია თეოდოსიამ იწინასწარმეტყველა მამა იოსების ასეთი აღსასრული. როცა მის სანახავად მივიდა, მასთან არ შეუშვეს, რადგან "კოვიდი" ჰქონდა მონაზონს. ქართველი ქალი უვლიდა და ამ ქალის მეშვეობით მოიკითხა მონაზონი და უთხრა, დამლოცოსო. იმას შემოუთვლია: ღმერთს უყვარს მამა იოსები და ცეცხლზე გაივლისო. მართლაც, ასე აღესრულა. 

იღუმენ დავით უმანკოშვილის მოგონება მამა იოსებ ბურჯანაძეზე: „ერთხელ თვითონ უძლურებაში გახლდათ, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა, წამოდგა და თქვა, უნდა წავიდეო. ვუთხარი, ამხელა სიცხით როგორ წახვალ, მამაო, თუ რამე წასაღებია, მე წავალ-მეთქი. არა, ადამიანი მელოდება, მე უნდა მივიდეო. ვერ გადავაფიქრებინე. მარტო იმაში დამთანხმდა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი. გელათს ესაზღვრება გოდოგანი და იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელიც თურმე მამა იოსების მამასთან ახლობლობდა და მათთვის ნუგეში უნდა ეცა. იქამდე წავედით მანქანით, სადამდეც შესაძლებელი იყო ავტომობილით სარგებლობა, ამის შემდეგ ტყეში, კარგა ხანს მოგვიწია ფეხით სიარულმა. ზამთარი იყო. წვიმდა, ძალიან ციოდა. გზაში სულ დავსველდით. მიიტანა სურსათი, თანხა აჩუქა ამ ოჯახს, ელაპარაკა და ანუგეშა კიდეც. ოჯახს უჭირდა მატერიალურად და განსაცდელიც ჰქონდათ, ანუ მისი ნუგეში სჭირდებოდათ. ამის მერე უკან, ისევ ფეხით დავბრუნდით. მონასტერში რომ მივედით, უფრო აეწია ტემპერატურა, მოსუსტდა და გარკვეული პერიოდი ცუდად იყო. ასეთი ბუნების ადამიანი გახლდათ. იცოდა, მისი ჯანმრთელობა დამძიმდებოდა, მაგრამ არ მოერიდა. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ნასვამ ბიჭებს ერთმანეთში შელაპარაკება მოუხდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ამას შემთხვევით შევესწარით. არ დაფიქრებულა იმაზე, შეიარაღებული ხომ არ იყვნენ. ორივე ხელი გაშალა, პირდაპირ მოჩხუბრების შუაში ჩადგა და ისინი ასე შეაჩერა.“

21045

,გელათიდან ქუთაისში მატარებლის ლიანდაგით ჩადიოდა, გზად რომ მანქანა არავის გაეჩერებინა და მანქანით არ წაეყვანათ. კელიაში ქვის სასთუმალი ჰქონდა და მრევლი სთხოვდა, რბილ ბალიშს მოგიტანთო.

ისიც კი გამიგია, პატრიარქმა უსაყვედურა, თევზი მაინც ჭამეო, სულ ისე მკაცრად მარხულობდა.

ადამიანი, ვინც ხორცს ვნებდა სულის სიწმინდისთვის. სულ ერთხელ მყავს ნანახი, გელათში ნათლობაზე და სულ თვალწინ მიდგას, ისე მომნუსხა, ღმერთის მოციქული იყო ნამდვილად! ძალიან დამწყდა გული", - იხსენებს ნანა ორმოცაძე.

ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.

რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას... მდიდართა შემოწირულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა... საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა...

ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს, როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით, რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია...როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წამეკითხა... როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო... “- წერდა იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენელი მანანა ჭინჭარაძე არქიმანდრიტის გარდაცვალებისას.

მამა იოსებ ბურჯანაძე ბაღდათის სოფელ ობჩიდან იყო, მორწმუნეების ოჯახში დაიბადა. მისი მამა, გიორგი ბურჯანაძე მედავითნე გახლდათ. ოჯახში ოთხი შვილი გაიზარდა: სამი ძმა და ერთი და. ბავშვობიდან მათ მამის გულმხურვალე ლოცვა ესმოდათ და შვილებმაც სასულიერო ცხოვრება აირჩიეს. სამივე ძმა სასულიერო პირია, ორი თეთრ სამღვდელოებაშია, მოძღვარია, ხოლო მამა იოსები 30 წლის ასაკში, მამის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბერად აღიკვეცა და მას შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში მსახურობდა. დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, იყო ლექტორი და ლექციებსაც კითხულობდა. მის დაკრძალვაზე გელათში ათასობით ადამიანი ჩავიდა.

72caa539-ecce-4e90-9766-ce5c82676160

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის