USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ
дата:  464

დღეს, 16 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საკითხებთან ერთად საქართველოზეც იქნება მსჯელობა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ახალარჩეული უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

გასულ კვირაში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის მხრიდან სანქციებს საჭიროებს. აქციის მონაწილეების დარბევაზე ევროკავშირის პასუხებს შორის შესაძლოა იყოს უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მქონე პირებისთვის. ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

"რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული“, - თქვა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს.

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ორშაბათს ორი ზომა განიხილება: ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის გლობალური "მაგნიტსკის" სიის ფარგლებში - [რომელსაც] სავარაუდოდ უნგრეთი დაბლოკავს და შესაძლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати