USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
თარიღი:  1106

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისსა და გელათში დაგეგმილია ღონისძიებები. გელათის სამონასტრო კომპლექსში მოხდება აღმაშენებლის საფლავის პატივგება და საზეიმო წირვის აღევლინა. დღესვე ქუთაისში გაიხსნება რამდენიმე გამოფენა და საგალობლების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

დავით IV აღმაშენებელი საქართველოში 1089-1125 წლებში მეფობდა. იგი მეფედ თექვსმეტი წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება. 

დავით IV-მ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერა და განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან მრავალი სასწავლებელი დააარსა. დავითი ყოველ წელიწადს უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში გზავნიდა, თვითონ კი, ხალხს სწავლის სიყვარულის მაგალითს უჩვენებდა. 

ახალგაზრდა მეფემ საქართველო ოსმალებისგან მთლიანად გაათავისუფლა. მან ისინი სომხეთიდანაც განდევნა და ოსმალების მონობისგან სომეხთა დედაქალაქი ანისიც გაათავისუფლა. ოსმალები ასევე, განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდან. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ. 

დავით აღმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ. 

დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის