USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
Тбилиси
დღეიდან დანიაში სკოლები გაიხსნა
дата:  989

  15 აპრილს დანიაში საბავშვო ბაღები და სკოლები ხელახლა გაიხსნა. ქვეყანა ევროკავშირში პირველია, რომელმაც განაახლა სწავლა. კოპენჰაგენმა წინასწარ მიიღო იზოლაციის ზომები და შესაბამისად ეპიდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა შედარებით ოპტიმისტურია: უკვე თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირდება.

ვარაუდობენ, რომ ყველა სკოლა დაასრულებს ახალ სანიტარულ სტანდარტებთან ადაპტაციას 20 აპრილამდე. ეს ზომები მოიცავს მაგიდების დაშორებას არაუმეტეს ორ მეტრს, ექიმის მიერ მუდმივ მონიტორინგს, ბავშვების სახლში გაგზავნა ავადმყოფობის ოდნავი ნიშნის გამოვლინების შემთხვევაში.

თუმცაღა ბევრი მშობელი ეწინააღმდეგება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და მათ უარი თქვეს შვილების საბავშვო ბაღებში და სკოლებში გაშვებაზე - იმის მიუხედავად, რომ დანიაში სწავლა სავალდებულოა.

 

წყარო: euronews.com

экономика
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати