USD 2.6128
EUR 3.0374
RUB 3.0271
თბილისი
დღეიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა
თარიღი:  
დღეიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა;
 
იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები;
 
მოქალაქეებს, რომლებსაც ისევ ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ, მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მიღებას, 1 თვის განმავლობაში, შეუფერხებლად შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და აუცილებელია განახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
 
იმისთვის, რომ ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები, 1 თვის გასვლის შემდეგ, არ დარჩნენ პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, განახლებული პირადობის მოწმობის აღების მიზნით, იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
 
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის