USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
თარიღი:  
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაათვალიერა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროექტის დასრულებისთანავე, დევნილ ოჯახებს,თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაეცემა და ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური დასახლებების საკითხი სრულად გადაწყდება.
საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 150 ოჯახს , 2025 წელს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი,
ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი გაეცნენ.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის