სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში 48 107-ი დაბადება დარეგისტრირდა, აქედან 47 080-ი საქართველოს მოქალაქეა. ამავე პერიოდში 47 265-ი გარდაცვალებაა დარეგისტრირებული, საიდანაც 46 342-ი საქართველოს მოქალაქეა. ეს ციფრები იმ დემოგრაფიული კატასტროფის მაჩვენებელია რაც საქართველოს ემუქრება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ბუნებრივი ნამატი მხოლოდ 738-ი ადამიანი იყო.
წყარო: https://www.facebook.com/psda.gov.ge/photos/a.582180815237896/2584909761631648/?type=3&theater
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.