USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა
дата:  590
აპრილში დედამიწის დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ გამწვანების აქციაში დღეს კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად ჩაერთო.
 "მწვანე აკადემია -მწვანე მომავალი" - ამ სახელწოდების ღონისძიება საქართველოს ბიზნეს აკადემიამ მოაწყო, რომლის ფარგლებშიც SBA-ის ეზოში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ათეული ძირი ხე დარგეს.
 კრწანისის რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე ისაუბრეს მწვანე სივრცეების არსებობის აუცილებლობასა და ამ საკითხში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати